‘მემფის გრიზლისის” მსროლელი ტონი ალენი მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ალენს მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებს. ტონი დასრულებულ რეგულარულ სეზონში ყოველ მატჩში საშუალოდ 9,1 ქულას, 5,5 მოხსნასა და 1,6 ჩაჭრას აგროვებდა.
“მემფისი” პლეი-ოფში “სან ანტონიოს” დაუპირისპირდება და ალენი სერიის ყველა შეხვედრას გამოტოვებს.