“სან ანტონიოს” ესპანელმა ფორვარდმა პაუ გაზოლმა რეკორდი დაამყარა. ესპანელმა განვლილ რეგულარულ სეზონში 104 ნასროლი სამქულიანიდან 56 ჩააგდო. გაზოლის სიზუსტის მაჩვენებელმა 53.8% შეადგინა, რაც ნბა-ს ერთი სეზონისთვის საუკეთესო შედეგია. აქამდე რეკორდი კაილ კორვერს ეკუთვნოდა - 2008/09 წლების სეზონში 53.6%.
შეგახსენებთ, რომ პაუ გაზოლი, დირკ ნოვიცკის შემდეგ, ნბა-ს იტორიაში გახდა მეორე ევროპელი კალათბურთელი, ვინც 20000-ქულიანი ზღვარი გადალახა.