ფეხბურთი

23:45 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფანები ტრიბუნების ნაცვლად მინდორზე - არეულობა "პარკ ოლიმპიკზე"

ფრანგული „ლიონისა“ და სტამბულის „ბეშიქთაშის“ მატჩი 45 წუთით გვიან დაიწყო. აღნიშნულის მიზეზი ტრიბუნებაზე ორივე კლუბის ქომაგებს შორის შეტაკება გახდა, რაც შემდგომ სრულ ქაოსში გადაიზარდა და ყველაფერი გულშემატკივრების მინდორზე შეჭრით დასრულდა.

ყველაფერი ტრიბუნებზე დაიწყო - თურქი გულშემატკივარი ფრანგი ოპონენტების მიმართ პეტარდებს ისროდნენ, რასაც ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა.

საბოლოოდ, მდგომარეობა პოლიციის ჩარევის შედეგად დასტაბილურდა და ქომაგებმაც კუთვნილი ადგილი დაიკავეს - ტრიბუნებზე.

0.134783