ფეხბურთი

19:58 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ბათუმელებს სძლია

თბილისის "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, დღევანდელ დაპირისპირებაში კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა იმარჯვა. ეს მეშვიდე ტურის რიგით მეოთხე მატჩში...

28-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში. ხანგრძლივი შეტევა, ბოლოს ვაგნერ გონსალვეში აკეთებს პასს საჯარიმოში და ირაკლი ბიძინაშვილს ძლიერი დარტყმით გააქვს - 1:0. მეორე გოლი კი გიორგი კოხრეიძემ მიითვალა. ეს მისი მესამე გოლია სეზონში და სამივე შეცვლაზე შესვლისას აქვს გატანილი. ამჯერად ერთი წუთიც არ დასჭირდა... შევიდა, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მოიპოვა ბურთი და ძლიერი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.

საბურთალოელებმა უკეთ ითამაშეს და ლოგიკურიც იყო მათი გამარჯვება.

საბურთალო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 2:0 (1:0)

საბურთალო: კუპატაძე, ტერა (მალი 79), ცნობილაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, არზიანი (ალთუნაშვილი 68), ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე, იმნაძე (კოხრეიძე 59)

დინამო ბთ: ტიმოფეევი, ფარტენაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, ნვანგანგა, ტვილდიანი (თევდორაძე 46), შონია, ქავთარაძე, ჯოვინიო (ფონიავა 62), კვასოვი (კვანტალიანი 68)

გოლები: 1:0 ბიძინაშვილი (28), 2:0 კოხრეიძე (60)

20:00 საათზე ქუთაისში დაიწყება "ტორპედო" - "ჩიხურა" და ტურიც ამით დასრულდება.

0.113989