ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა. პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება, “კლივლენდი” შინ “ინდიანას” დაუპირისპირდება, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის წყვილები:
“ბოსტონი” – “ჩიკაგო”, “ვაშინგტონი”- “ატლანტა”, “ტორონტო”- “მილოუკი”, “კლივლენდი”-“ინდიანა”.
დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის წყვილები:
“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი”, “კლიპერსი”-“იუტა”, “ჰიუსტონი”-“ოკლაჰომა”, “სან ანტონიო” - “მემფისი”.
შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდეა.