ფეხბურთი

15:46 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დიბალამ "იუვესთან" გაახანგრძლივა

პაულო დიბალას "იუვენტუსიდან" შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს წერტილი დაესვა. ყოველ შემთხვევაში დღეს, 23 წლის ფეხბურთელსა და "იუვეს" შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ტურინული გრანდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, არგენტინელი იტალიაში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი გასამრჯელოზე, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, დიბალა წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს ანაზღაურების სახით. თავის მხრივ, "იუვენტუსი" დამატებით 8 მილიონს გადაუხდის სიცლიურ "პალერმოს", რომლისგანაც იგი 2015 წლის ივლისში 35 მილიონად შეიძინა.

"დღეს გვაქვს შესანიშნავი ინფორმაცია, რომ "იუვენტუსთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე და მომდევნო ხუთი წელი ერთად ვიქნებით. ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამ გუნდით. ვფიქრობ, ახლა სწორედ მართებული მომენტი იყო ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად", - აღნიშნა დიბალამ.

დიბალამ არასრულ ორ სეზონში "ბებერი ქალბატონის" რიგებში 82 თამაში ჩაატარა, მეტოქეთა კარში 39 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.105784