კატალონიის „ბარსელონას“ არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო დაუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ესპანური გრანდის ვებგვერდი ავრცელებს. გამოცდილ ფეხბურთელს მარცხენა ფეხზე ტკივილები აწუხებს, თუმცა დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია - ყველაფერს გამოკვლევა ცხადჰყოფს.
წინასწარი ინფორმაციით, მასკერანოს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გაუცდება.
სწორედ, „იუვესთან“ (0:3) გამართულ შეხვედრაში იტკინდა ფეხი სამხრეთამერიკელმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა.