ფრანგული პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის “არსენალის” 28 წლის შემტევის ლუკას პერესის გადაბირებას შეეცდება, აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
პერესის შეძენით პარიზელთა მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია დაინტერესებული.
ლუკას პერესი “არსენალში” 2016 წელს “დეპორტივოდან” გადავიდა, “მეთოფეთა” რიგებში 11 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.