ფეხბურთი

11:26 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რევანში თუ ისტორიის გამეორება? - "ატლეტიკო" VS "ლესტერი"

ერთი შეხედვით, მადრიდის “ატლეტიკო” “ლესტერ სიტისთან” წყვილში აშკარა ფავორიტია. თუმცა, საქმე ინგლისის ჩემპიონს ეხება და თანაც ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაშია. მას შემდეგ, რაც “მელიები” კრეიგ შექსპირმა ჩაიბარა, ვერავინ აჩერებს და აგერ, მეოთხედფინალში გასვლაც შეძლეს.

სხვათა შორის, აქამდე, “ლესტერი” ევროტურნირებს ორჯერ დაემშვიდობა და ორჯერვე “ატლტიკოსთან” დამარცხდა. გამეორდება ისტორია თუ შედეგბა რევანში? – ამას დრო გვიჩვენებს.

ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრთხილობს და აცხადებს, რომ ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება. რაც შეეხება დანაკლისს – “ლესტერს” კაპიტანი ვეს მორგანი, მენდი და ვაგუე დააკლდება, ხოლო მასპინძლებს მოია, ტიაგო, გამეირო, ვრსალიკო და აუგუსტო ფერნანდესი.

თავის მხრივ, ხიმენესი, ჰუტი, ნდიდი, სლიმანი და ვარდი საპასუხო თამაშის გამოტოვების საფრთხის წინაშე დგანან.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვმუშაობთ თავდაუზოგავად და ვიბრძვით ყველა ფრონტზე. მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღეს შეხვედრა დიდი ანგარიშით დასრულდეს, რომელიმე გუნდის გამარჯვებით. ვფიქრობ, დაძაბული მატჩი იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გადაწყდება მათ მოედანზე”.

კრეიგ შექსპირი (“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვმუშაობთ დღე და ღამ – ეს არის ის, რისთვისაც ახლა ვცხოვრობთ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმის, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

“ატლეტიკოს” დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ და აქ არ ვართ მოგზაურობის გამო. ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ეს შანსი”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

12 აპრილი, 22:45 საათი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კარასკო, გაბი, კოკე, საულ ნიგეზი; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, ბენალუანე, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ნდიდი, ალბირგტონი; ოკაზაკი, ვარდი

მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ურთიერთშეხვედრები

1997-1998 წლების სეზონში უეფას თასის პირველ ეტაპზე “ატლეტიკომ” საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო. თავიდან იან მარშალმა სტუმრები დააწინაურა, ჟუნინიო პაულისტამ და კრისტიან ვიერიმ მასპინძლებს მოაგებინეს.

1997 წლის 16 სექტემბერს, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ატლეტიკო”: მოლინა, გომესი (ხოსე მარი 57), ფრასკარელი, ლარდინი, პროდანი, კიკო, ხელი, კამინიერო (პანტიჩი 76), ვიზჩანო (ბეიბლი 63), ჟუნინიო, ვიერი

“ლესტერი”: კელერი, კამარკი, უოლში, ელიოტი, პრიორი, ლენონნი, იცეტი, პარკერი (ფენტონი 64), გაპი, ჰესკი, მარშალი (კლარიჯი 30, კემპბელი 89)

საპასუხო თამაშში “ფილბერტ სტრიტზე” ანგარიში ჟუნინიომ გახნსა, ხოლო ხოსე მარიმ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

1961-1962 უეფას თასის პირველ ეტაპზე “ლესტერი” ახლოს იყო მოგებასთან, რადგან ხორხე მენდონკამ 89-ე წუთზე გაქვითა კენ კეივორთის გოლი. საპასუხო მატჩი მადრიდელებმა ენრიკე კოლარისა და მიგელ ჯონსის გოლებით მოიგო.

1961 წლის 15 ნოემბერს, “მეტროპოლიტანოზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ატლეტიკო”: მადინაბეიეტა, რივილია, გრიფა, როდრიგესი, კალეხო, კალეხა, მედინა, აბელარდო, ჯონსი, მენდონკა, კოლარი

“ლესტერი”: ბენქსი, კინგი, ნორმანი, ჩალმერსი, კროსი, უაიტი, რაილი, კეივორთი, უილსი, აპლეტონი, მიტენი

საერთო ჯამში “ატლეტიკო” დიდ უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 1 ფრე და 0 წაგება. 7 გატანილი და 2 გაშვებული გოლი.

სტატისტიკა

“ატლეტიკო”

“ატლეტიკო” მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და აქედან, ზედიზედ მეოთხედ. წინა რვა შემთხვევიდან “როხიბლანკო” ნახევარფინალში ხუთჯერ აღმოჩნდა, ხოლო სამჯერ ამის გაკეთება ვერ შეძლო.

შარშან მადრიდულმა გუნდმა თავის ისტორიაში მესამედ უწია ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

ერთი წლის წინ, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა “ბარსელონას” აჯობეს ამავე ეტაპზე – კატალონიაში 1:2 წააგეს, მაგრამ შინ 2:0 იმარჯვეს. “როხიბლანკომ” 2013-2014 წლების სეზონშიც “ბარსას” ბარიერი დაძლია: 1:0, 1:1.

ორი წლის წინ კი, მადრიდის “რეალთან” წააგეს. ორი მატჩის ჯამში ერთადერთი გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა.

“ატლეტიკოს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შინ ერთადერთხელ აქვს წაგებული. 1996-1997 წლების სეზონში “აიაქსთან”. სხვა შედეგები კი ასეთია: 4 მოგება და 3 ფრე.

“როხიბლანკოს” “ვისენტე კალდერონზე” ბოლო 34 მატჩიდან 28 აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონში სამჯერ იმარჯვა სახლში და ერთხელ ფრე ითამაშა.

ბოლო ინგლისური გუნდი, რომელსაც “ატლეტიკო” დაუპირისპირდა “ჩელსია” – 2013-2014 წლების სეზონში მადრიდელებმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგეს.

ესპანელებს არასდროს წაუგიათ საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან – 5 მოგება და 5 ფრე.

პლეი-ოფში კი, “ატლეტიკომ” ინგლისური გუნდების ბარიერი ექვსჯერ დაძლია და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. ბოლოს მადრიდელებმა 2007-2008 წლების სეზონში უეფას თასზე “ბოლტონის” ბარიერი ვერ გადალახეს (ორი მატჩის ჯამში 0:1).

“ლესტერი”

“ლესტერი” გახდა 50-ე გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს უწია. ამასთან მერვე ინგლისური. სხვათა შორის, ეს რეკორდია. შვიდ-შვიდი სხავდასხვა წარმომადგენელი ჰყოლიათ ამ ეტაპზე ესპანეთსა და საფრანგეთს.

“ლესტერმა” მერვედფინალში მეორე ესპანური გუნდი “სევილია” დაამარცხა.

ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც “ლესტერმა” პლეი-ოფში მოიგო. პირველად ამის გაკეთება ინგლისელებმა 1961-1962 წლების სეზონში შეძლეს. მაშინ “მელიებმა” “გლენავონი” დაამარცხეს ადვილად ორი მატჩის ჯამში – 7:2.

მიმდინარე სეზონში “ლესტერს” სტუმრად 1 მოგება, 1 ფრე და ორი მარცხი აქვთ განცდილი.

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

დიეგო სიმეონეს ფეხბურთელობისას ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია: 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.

როგორც “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს კი, არასდროს წაუგია ინგლისურ კლუბებთან. მათ შორის, დაამარცხა “ჩელსი” 2012 წლის ევროპის სუპერთასზე 4:1.

სიმეონე “ინტერის” ფეხბურთელი იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამარცხდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” 1998-1999 წლების სეზონში. ინგლისში 0:2 და იტალიაში – 1:1.

ლეონარდო ულოას 78 თამაში ჩაუტარებია “კასტელონის” რიგებში 2008-2010 წლებში და 30 გოლი გაუტანია. შემდეგ კი, “ალმერიას” ღირსებას იცავდა და “ატლეტიკოს” ორჯერ დაუზავდა.

ფილიპე ლუისმა “ჩელსის” რიგებში 2014-2015 წლებში 15 მატჩი ჩაატარა.

იოჰან ბენალუანეს და აუგუსტო ფერნანდესს “სენტ ეტიენში” ერთად უთამაშიათ (2009-2010).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

დანიელ ამარტეი და ტომას პარტეი (განა)

ანტუან გრიზმანი და ნამფალს მენდი (საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრები.

0.210224