კალათბურთში ა ლიგის მეცამეტე ტური ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერ ,,დელტასა’’ და ,,წყალტუბოს’’ მატჩით გაიხსნა.
ამ დროისათვის ამ შეხვედრის მონაწილე გუნდებს განსხვავებული მიზნები აქვთ. ,,დელტა’’ სუპერლიგაში გადასვლის ერთ-ერთი კანდიტატია ,ხოლო ,,წყალტუბო’’ პირველ ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, რათა 2017-1018 წლების საკალათბურთო სეზონისათვის ა ლიგაში ადგილი დაიჯავშნოს.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა ფავორიტად მაინც ,,დელტა’’ ითვლებოდა. პროგნოზი გამართლდა. მარნეულელი კალათბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 75:49. ამ გამარჯვების შემდეგ ,,დელტამ’’ ამ ტურში მინიმუმ თსუ,,ჰიუნდაი’’-,,ტიტების’’ შეხვედრამდე ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 22 ქულა ,,დელტას’’ კალათბურთელმა დეონდრე რეიმ დააგროვა. სტუმართა შორის 15 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი კილაძე იყო.
,,დელტა’’-,,წყალტუბო’’ 75:49 (25:10, 23:20, 16:14, 11:5)