დაიწყო ჭადრაკში ქალთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი ერთეულთა შორის, რომელსაც ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს. აღნიშნულ ჩემპიონატში საქართველოს რვა წარმომადგენელი მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ტარდება.
ქართველი მოჭადრაკეებისათვის ჩემპიონატი კარგად დაიწყო, რომლებმაც პირველი ტური წაგების გარეშე ჩაატარეს. მათგან ყაიმს მხოლოდ სალომე მელია და მერი არაბიძე დასჯერდა, დანარჩენებმა კი გამარჯვება მოიპოვეს და ლიდერთა შორის იმყოფებიან.
პირველი ტურის ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე (2528) -ტურკან მამედიაროვა(2267,აზერბაიჯანი) 1:0
ნინო ბაციაშვილი(2496) - კუბრა ოზთურქი(2261, თურქეთი) 1:0
ლელა ჯავახიშვილი(2456) - ოლგა ივანენკო(2252, უკრაინა ) 1:0
ბელა ხოტენაშვილი(2445) - ანა კანტანი (2230, პოლონეთი ) 1:0
სალომე მელია(2400) - ეკატერინე პავლიდოუ(2180,საბერძნეთი)0.5:0.5
მერი არაბიძე(2373) - ანა ფილიპა ბაპტიშტა(2071,პორტუგალია) 0.5:0.5
ნინო ხომერიკი(2308) - მარია ნიკოლაევა(1673, ლატვია) 1:0
სოფო გვეტაძე (2292) - სარაბელა ნორლამო(1673, ფინეთი) 1:0
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ძაგნიძე-ოლგა ბაბიჩი(2359, უკრაინა)
ბაციაშვილი- მარინა ბრუნელო(2354, იტალია)
ჯავახიშვილი- ნატალია ბუკსა(2314, უკრაინა )
ხოტენაშვილი -ლილიტ გალოიანი(2290,სომხეთი)
მელია - ანასტასია პარანზინა(2202, რუსეთი)
არაბიძე - ესე ოზბაი (2035, თურქეთი )
ხომერიკი - ოლგა ზიმინა(2395, იტალია)
გვეტაძე - დარია ჩაროშკინა(2381, რუსეთი)
რეიტინგიდან კარგად ჩანს, რომ პირველისაგან განსხვავებით, მეორე ტურში ქართველ მოჭადრაკეებს ბევრად უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები ეყოლებათ.