კალათბურთი

23:59 | 11.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირსმა ჰავლიჩეკს გადაასწრო

“კლიპერსის” კალათბურთელმა პოლ პირსმა “ჰიუსტონთან” (125:96) მოგებულ შეხვედრაში 10 ქულა ჩააგდო და ნბა-ს ყველ დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. პოლ პირსს სულ 26 397 ქულა დაუგროვდა, რითაც ლეგენდარულ ჯონ ჰავლიჩეკს (26 395) გადაასწრო. პოლ პირსის მორიგ სამიზნეს ტიმ დანკანის 26 496 ქულა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ში ყველაზე მეტი ქულა ქარიმ აბდულ-ჯაბარს (38 387) აქვს ჩაგდებული.

0.125553