საკალათბურთო ,,ა’’-ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ მარნეულის ,,დელტას’’ ამერიკელ ლეგიონერ, ცენტრალურ თავდამსხმელ ლარონ გრიფინისათვის (27. 12.89, 208 სმ), რომელმაც ფეხი მოიტეხა, 2016-2017 წლების საკალათბურთო სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ამის შესახებ worldsport,ge-ის ,,დელტას’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ლექსო ლაფანაშვილმა განუცხადა.
შეგახსენთ, რომ ,,ა’’-ლიგაში ორხელისუფლებიანობაა, სადაც 12 ტურის შემდეგ ,,დელტა’’ და თსუ ,,ჰიუნდაი’’ ლიდერობენ. დღეს გაიმართება მე-13 ტურის ერთი შეხვედა ,,დელტა’’ მასპინძლობს ,,წყალტუბოს’’.