არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ დიდი ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ედგარდო ბაუსა დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპაიმ დაადასტურა.
“ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას - ბაუსა აღარ იქნება არგენტინის ნაკრებში”, - განაცხადა ტაპაიმ.
ცვლილებები განაპირობა იმ ფაქტმა, რომ “ალბისელესტე” სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში მე-5 ადგილზეა, მუნდიალის საგზურს კი ავტომატურად მოწინავე ოთხი გუნდი მიიღებს, ხოლო მეხუთეს ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს.
ედგარდო ბაუსამ არგენტინის ეროვნული ნაკრები 2016 წლის აგვისტოში ჩაიბარა და მაშ შემდეგ ჩატარებულ 8 მატჩში – 3 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება დაუგროვდა.