“ვალენსიას” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ლეიჰუნ ჩენმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
მან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას აღმასრულებელი დირექტორი ანილ მარტი შეცვლის. სხვა დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.