“ვალენსიამ” სიმონე ძაძასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი ესპანეთში 2021 წლის ივლისამდე დარჩება.
გამომდინარე იქიდან, რომ 25 წლის თავდამსხმელი “იუვენტუსის” საკუთრებაშია, ესპანელებს “ბებერი ქალბატონისთვის” 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
სიმონე ძაძამ “ვალენსიას” შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი დაუგროვდა, მათ შორის ბოლო ტურში “გრანადას” 3 წუთში 2 გოლი გაუტანა.