ფეხბურთი

15:29 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა - ისევ სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა კიდევ ერთხელ მოხვდა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ეს ხშირად ხდება, მას უკვე აღიარებენ იქაური ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად.

ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" სტუმრად 2:1 მოუგო დონეცკის "შახტარს. სხვათა შორის, ეს დონეცკელთა პირველი მარცხი იყო სეზონში: "შახტარი" თითქმის უკვე ჩემპიონია. "ჩერნომორეცი" კი მეექვსე საფეხურზეა. და დიდი შანსია, რომ დავითმა ზაფხულიდან სწორედ "შახტარში" გააგრძელოს კარიერა.

"ხოჭოლავა კარგად ხელმძღვანელობს ოდესელთა დაცვას, სათამაშო სიტუაციებს კითხულობს და თანაგუნდელებთან მშვენივრად არის შეთამაშებული" - წერს უკრაინული Ua-football.com.

0.141694