ჩოგბურთი

17:48 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

აზარენკა კორტს უბრუნდება

დიდი სლემის ორგზის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა კორტს უბრუნდება, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ვიკა ავრცელებს.

“ძალიან აღელვებული ვარ, მალე კორტს დავუბრუნდები. გახდე დედა, ეს ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც კი აქამდე მიმიღია და არამგონია ამაზე დიდი რამე არსებობდეს. მოუთმენლად ველოდები ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დასაწყისს”- განაცხადა აზარენკამ.

შეგახსენებთ, რომ აზარენკას ერთ წელზე მეტია არ უთამაშია, რადგან ვიქტორიას შვილი ეყოლა.

0.132303