მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი მონტერეის ტურნირის ფინალში რუს ანასტასია პავლიჩენკოვასთან 4:6, 6:2, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.
პავლიჩენკოვამ 7-დან სამი ბრეიკი შეასრულა, ხოლო კერბერმა 10-დან მხოლოდ ორი.
პავლიჩენკოვამ კარიერაში მე-9 ჭთA-ის ტურნირი მოიგო. რუსმა 280 სარეიტინგო ქულა და 43 000 ამერიკული დოლარი დაისაკუთრა.