“მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ გასვლაზე “სანდერლენდთან” (3:0) მოგებულ შეხვედრაში ბარძაყის ტრავმის გამო ვერ ითამაშა. Sky Sport-ის ცნობით, დე ხეა მინდორს “ჩელსისთან” მატჩში დაუბრუნდება.
“მანჩესტერი” “ჩელსის” პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩში შინ დაუპირისპირდება, შეხვედრა 16 აპრილს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.