ფეხბურთი

19:36 | 10.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალა: “მსურს, მესი დავამარცხო”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა თავდამსხმელი – პაულო დიბალა თანამემამულე მესის და “ბარსელონას” აფრთხილებს. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კატალონიელები დაამარცხოს.

“ჩვენ არ გვეშინია. პატივს ვცემთ “ბარსელონას”, ის ძალიან დიდი გუნდია და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. გამარჯვებაში ჩვენი გულშემატკივარი დაგვეხმარება. სატრანსფერო ჭორებს რაც შეეხება, - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიო, რადგან აქ დიდ სიყვარულს და მხარდაჯერას ვგრძნობ. ლეო მესი? მე მისით აღფრთოვანებული ვარ და ძალიან მიყვარს, თუმცა ამჯერად მინდა, რომ დავამარცხო”, - უთხრა Tuttosport-ს დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “ბარსელონას” მატჩი 11 აპრილს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.114442