10 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ჭადრაკში ლატვიის დედაქალაქი რიგა ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშულ ტურნირში 33 ქვეყნის 146 მოჭადრაკე გამოვა. მათ შორის 8 ქართველი სპორტსმენი ნანა ძაგნიძე ( 2528), ნინო ბაციაშვილი ( 2496), ლელა ჯავახიშვილი ( 2456), ბელა ხოტენაშვილი ( 2445), ნინო ხურციძე ( 2400) , სალომე მელია ( 2400), მერი არაბიძე ( 2373) და სოფო გვეტაძე (2292) იასპარეზებს.
მონაწილეთა შორის რეიტინგ-ფავორიტები მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მარია მუზიჩუკი ( უკრაინა) და მისი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიჩუკი ( უკრაინა) იქნებიან. ნანა ძაგნიძე მეოთხე ნომრადაა განთესილი.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით თერთმეტ ტურად ჩატარდება. 10 აპრილს ტურნირის გახსნაა დაგეგმილი. პირველი ტურის პარტიები თერთმეტ აპრილს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.