დასრულდა ეროვნული ლიგა1-ის მეექვსე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი. თბილისის "დინამომ" ქობულეთში 1:0 სძლია ბათუმის "დინამოს". თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 90-ე წუთზე კახა კაჭარავას გუნდმა გაიტანა.
მარცხენა ფლანგზე მშვენივრად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, მეტოქე ერთი მოძრაობით ჩამოიშორა და საბა ლობჟანიძეს საჯარიმოში გააყოლა ბურთი, ლობჟანიძის პასს კი ბექა მიქელთაძის მკერდით გატანილი მოჰყვა - თითქმის კარის ხაზიდან.
უფრო კარგი თამაში იქნებოდა, რომ არა ცუდი ხელოვნური საფარი.
ორივე გუნდს გასულ ორ ტურში ექვს-ექვსი ქულა ჰქონდა აღებული, ამჯერად კი კახა კაჭარავას გუნდმა გააგრძელა სერია და ცხრილში მეორე საფეხურზეა.
დინამო (ბათუმი) - დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)
დინამო ბათუმი: ტიმოფეევი, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია (მგელაძე 70), სუხიაშვილი, თარხნიშვილი, ნვანგანგა, ფონიავა, თევდორაძე (შონია 46), ქავთარაძე, კვასოვი (ჯოვინო 65)
დინამო თბილისი: ლიტოვჩენკო, მიშენკო, სალუქვაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, ქარდავა, კიტეიშვილი, მიქელთაძე (ქაფიანიძე 90+4), ლობჟანიძე, პაპუნაშვილი (ზარია 81), არაბული (ჩაკვეტაძე 65)
გოლი: 0:1 მიქელთაძე (90)
გაფრთხილება: თარხნიშვილი - სალუქვაძე
მსაჯი: კიკაჩეიშვილი
ტურში ერთი მატჩი დარჩა გასამართი. 20:00 საათზე ზესტაფონში დაიწყება "ჩიხურა"-"საბურთალო"