საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულინაკრების ნატურალიზირებული მოთამაშის მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში შინ "კოლოსოსი" მძიმე ბრძოლაში 82:81 დაამარცხა. დიქსონმა მოედანზე 23:41 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 18 ქულა, 6 მოხსნა და 4 გადაცემა მიითვალა.
მაიკლმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და რვა საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. დიქსონის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26 იყო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
ათენელები ჩემპიონატში მესამე ადგილზე არიან და ბოლო ტურის მატჩს სტუმრად "არისთან" 13 აპრილს გამართავენ.