მოჭადრაკე ვაჟთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ, საერთაშორისო დიდოსტატ ლევან ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში, რომელსაც ქალაქი დუბაი მასპინძლობდა.
ტურნირი, რომელშიც 104 მოჭადრაკე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი მიხეილ მჭედლიშვილი გამოდიოდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა.
ცხრა შესაძლებლობიდან 7.5-7.5 ქულით პირველი-მეორე ადგილები ლევან ფანცულაიამ და აზერბაიჯანელმა საერთაშორისო დიდოსტატმა ელტაჟ საფარლიმ გაიყვეს. უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი ფანცულაიას ერგო. მჭედლიშვილმა 6.5 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზე გავიდა.