კალათბურთი

23:20 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ა ლიგაში ორხელისუფლებიანობაა

კალათბურთში ა ლიგის მეთორმეტე ტურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მესამე წრის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ,,დელტა’’ და მეორე ადგილზე მყოფი თსუ-,,ჰიუნდაი’’ დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გულშემატკივრები დაძაბულ თამაშს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. მასპინძლები პირველივე წუთებიდან დაეუფლენ უპირატესობას და დიდი ანგარიშით 84:63 შეძლეს მეტოქის დამარცხება.

სტუდენტების გამარჯვებაში ლომის წილი სანდრო სანაძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 25 ქულა დააგროვა. სამმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა სანდროს თანაგუნდელ კრისტოფერ ანდერსონს, რომლის ანგარიშზეც 11 ქულა, 9 მოხსნა და 13 პასია.

მარნეულელთა შორის 11-11 ქულით ყველაზე შედეგიანები იოსებ ლეჟავა და დეონდრე რეი იყვნენ.

ამრიგად, ა ლიგის ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში ორხელისუფლებიანობაა, სადაც თსუ ,,ჰიუნდაი’’ და ,,დელტა’’ იმყოფებიან. ამ ორ გუნდს აქვს ყველაზე კარგი შანსი პირველ ადგილზე გავიდეს და სუპერლიგის საგზური მოიპოვოს.

თსუ ,,ჰიუნდაი’’- ,,დელტა’’ 84:63 (28:13, 20:17, 16:11, 20:22)s

0.117018