კალათბურთი

23:00 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სეუ-მ ზედიზედ მეთორმეტე შეხვედრა წააგო

კალათბურთში ა ლიგის მეთორმეტე ტურის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს სეუ და ,,ტიტები’’ დაუპირისპირნენ.

ამ ტურამდე ,,ტიტები’’ და ,,წყალტუბო’’ 16-16 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებდნენ. რაც შეეხება სეუ-ს, სტუდენტებს ჯერჯერობით გამარჯვება არ აქვთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ,,ტიტებმა’’ გაიმარჯვეს, ანგარიშით 76:65 და იმის შემდეგ რაც ,,არენა-76’’-მა მოუგო ,,წყალტუბოს’’, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. სეუმ ზედიზედ მეთორმეტე შეხვედრა წააგო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უსიამოვნო ტრადიცია მომავალ შეხვედრებში მაინც დაარღვიოს.

დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი ,,ტიტების’’ წარმომადგენელმა რაიან აარონმა აჩვენა, რომელმაც 30 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი არმანი ფლანიგანი, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და 13 მოხსნაა.

სეუს მხრიდან 20 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა გიორგაძე იყო. დავით მაისურაძემ (14 ქ. 12მ.) და ბექა ახალაიამ (10ქ. 11მ.) კი ორმაგი დუბლები შეასრულეს.

სეუ - ,,ტიტები’’ 65:76 (11:27,21:9, 17:17, 16:23)

0.11846