ჩოგბურთი

15:52 | 8.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თამაში მეორედ შეწყდა და ისევ განახლდება

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ლიტვის შეხვედრის მეორე დღეს ერთმანეთს წყვილები ხვდებიან. საქართველოს ნაკრებში ბასილაშვილი-ცივაძე, ხოლო ლიტველთა შორის გრიგელისი და მუგევიჩუსი თამაშობენ. პირველი სეტის შემდეგ წინ ლიტველები არიან 1:0, რომლებმაც მასპინძლები 6:4 დაამარცხეს. მეორე სეტის მესამე გეიმის დროს, როცა ანგარიში იყო 2:1 ლიტველთა სასარგებლოდ, ხოლო გეიმში 30:30, მცირე წვიმის გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ახლა მზე გამოვიდა და სპორტსმენებმა თამაში განაახლეს.

0.123536