ინგლისური „ლივერპული“ მიმდინარე სეზონში წამყვან ფეხბურთელ სადიო მანეს ვეღარ დაიხმარს. სენეგალელ შემტევს მუხლზე ოპერაცია სჭირდება და გამოჯანმრთელებას ზაფხულამდე ვერ მოახერხებს. აღნიშნული ინფორმაცია, „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც დაადასტურა.
„დიახ, მართალია, მისთვის სეზონი დასრულებულია“, - თქვა გერმანელმა.
სადიო მანემ მუხლის დაზიანება ლივერულულ დერბში, „ევერტონთან“ (3:1) მიიღო. ამის შემდეგ კი, მის გარეშე „ლივერპულმა“ „ბორნმუთს“ ვერ მოუგო (2:2).
საერთოდ, მიმდინარე სეზონში მანეს „ლივერპულის“ რვა შეხვედრა გაუცდა და „წითლებმა“ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. სადიო მანე „ბითლომანებს“ ზაფხულში „საუთჰემპტონიდან“ შეუერთდა და პრემიერლიგაში 13 გოლის გატანა შეძლო.