კალათბურთი

22:51 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,ბათუმმა“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო

საქართველოს ვაჟ კლათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 25-ე ტურის მეორე შეხვედრაში გასავარდნ ზონაში მყოფმა ,,ბათუმმა“ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე პლეი-ოფში ვადაზე ადრე გასულ ,,რუსთავს“ უმასპინძლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე,გამარჯვებაზღვისპირელებს ჰაერივით სჭირდებოდათ, რომლებიც ამ შეხვედრამდე აუტსაიდერ ,,მგზავრებს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებდნენ. ,,ბათუმმა“ 88:71 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი ორი ქულა მოიპოვა.

შეხვედრის დასაწყისი მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა, რადგან ქვემოქართლელები პირველი მეოთხედის შემდეგ 5 ქულის სხვაობით 22:17 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ბათუმლები გააქტიურდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება მაინც ვერ მოახერხეს და დიდ შესვენებაზე ისევ მდევრის როლში გავიდნენ 41:44.

მეორე ტაიმში ,,ბათუმი“ სრულ უპირატესობას დაეუფლა და როგორც უკვე ავღნიშნეთ, დიდი ანგარიშით 88:71 შეძლო მეტოქის დამარცხება.

მასპინძელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი კახა ჯინჭარაძემ შეიტანა, რომელმაც ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 20 ქულა დააგროვა. რაც შეეხება მის თანაგუნდელ იგორ კრივცოვს, , რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 15 მოხსნაა, ამ შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ,,რუსთავის“ მხრიდან 18 ქულით, 5 მოხსნითა და 8 პასით საუკეთესო ჩარლი ლი იყო.

,,ბათუმი“ - ,,რუსთავი“ 88:71 (17:22, 24:22, 22:14, 25:13)

0.114009