ფეხბურთი

15:15 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაუსა არგენტინის ნაკრებს არ დატოვებს

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ედგარდო ბაუსა მინიმუმ მოსფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ საჯაროდ დაადასტურა.

“ედგარდო დღეს ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მასთან კონტრაქტი გვაკავშირებს. ბაუსა ძალიან კარგი მწვრთნელია და შესაბამისად, მუშაობას აგრძელებს. ყველას ნუ მოუსმენთ, მე ასოციაციის პრეზიდენტი გახლავართ, ბაუსას ჩვენთან ხელშეკრულება აქვს და რჩება პოსტზე”, - განაცხადა ტაპიამ.

ედგარდო ბაუსას შესაძლო გათავისფულებაზე ბოლივიასთან მარცხის შემდეგ დაიწყო საუბარი. თავდაპირველი ცნობით, გამოცდილ სპეციალისტს თანამდებობა მიმდინარე კვირის დასაწყისში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა.

ედგარდო ბაუსამ არგენტინა გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა. ამჟამად “ალბისელესტე” სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ზონაში მე-5 ადგილზეა, მუნდიალის საგზურს კი ავტომატურად ოთხი მოწინვე გუნდი მიიღებს, მეხუთეს კი ბრძოლის გაგრძელება პლეი-ოფში მოუწევს.

0.120784