კალათბურთი

13:00 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ქორებმა” “კელტებს” აჯობეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

“ინდიანამ” შინ “მილუოკი” 104:89 დაამარცხა. ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. “ინდიანამ” ვისკონსინელები გუნდური კალათბურთის ხარჯზე დაამარცხა, მისამა ექვსმა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა დააგროვა, მათ შორის 23 ქულითა და 10 მოხსნით პოლ ჯორჯი გამოირჩა. “მილუოკიში” 25 ქულით იანის ადეტოკუმბო საუკეთესო გახლდათ. “ინდიანას” 39 მოგებითა და 41 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ხოლო “მილუოკი” 40 გამარჯვებითა და 39 მარცხით ამავე კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს. ჯერჯერობით არცერთ მათგანს პლეი-ოფში თამაში გარანტირებული არ აქვს.

“ატლანტამ” საკუთარ დარბაზში “ბოსტონი” 123:116 დაამარცხა. ჯორჯიელები მატჩის დასაწისშივე დაწინაურდნენ, ბოსტონელებმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს. ყველაზე მეტი, 35 ქულა აიზეია ტომასის ანგარიშზეა. “ატლანტაში” ორმაგი დუბლით პოლ მილსაპი (26 ქულა და 12 მოხსნა) გამოირჩა.

“ინდიანა” – “მილუოკი” 104:89 (25:21, 31:29, 29:23, 19:16)

https://www.youtube.com/watch?v=8DnRcDIPnk0

“ორლანდო” – “ბრუკლინი” 115:107 (22:25, 28:25, 36:21, 29:36)

https://www.youtube.com/watch?v=6CS48MRm4Ic

“ფილადელფია” – “ჩიკაგო” 90:102 (17:27, 30:26, 20:27, 23:22)

https://www.youtube.com/watch?v=SY-34P8fwWI

“ნიუ იორკი” – “ვაშინგტონი” 103:106 (27:33, 24:26, 24:23, 28:24)

https://www.youtube.com/watch?v=fq6qwyYVpK8

“ატლანტა” – “ბოსტონი” 123:116 (32:24, 39:31, 28:34, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=uqt0oJcANLE

“პორტლენდი” – “მინესოტა” 105:98 (20:34, 33:27, 27:26, 25:11)

https://www.youtube.com/watch?v=qj1B1ndUVNk

0.109657