საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე საჩხერის “ჩიხურას” სამშენებლო კომპანია EuroFasad-ი უსპონსორებს. როგორც კლუბის ფეისბუქგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და ის, 2017-2018 წლების სეზონზეა გათვლილი.
სპონსორის ლოგო "ჩიხურას“ მაისურზე და მასპინძლის რანგში გამართულ მატჩების სარეკლამო დაფებზე განთავსდება. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები არ სახელდება.
სპონსორის ლოგოიანი მაისურებით გუნდმა უკვე ითამაშა ეროვნულ ლიგაში.
EuroFasad-ი 2008 წელს ლატვიურმა კომპანია PHK-მ ქართველ მშენებლებთან ერთად დააფუძნა და კომპანია სამშენებლო პროექტებს ახორციელებს როგორც საქართველოში, ასევე ამიერკავკასიის მასშტაბით.