დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ვაჟ კალათბურთელთა შორის.
დასრულდა ნახევარფინალური სერიები და გაირკვა ფინალისტთა ვინაობა, სადაც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდი „ჰიუნდაი“ და ძირითადად 18=წლამდელი კალათბურთელებით დაკომპლექტებული „ზაზა“ შეხვდებიან.
ორივე ფინალისტმა ერთნაირი ანგარიშით 2:0 შეძლო მეტოქის დამარცხება. „ჰიუნდაიმ“ (78:69, 77:58) „რუსთავს“, ხოლო „ზაზამ“ (55:50, 64:56) „არმიას“ მოუგო. ფავორიტად მიჩნეული „ჰიუნდაის“ გამარჯვება არავის გაკვირვებია. რაც შეეხება „ზაზას“, ამ გუნდმა თავის გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
რაც შეეხება ნახევარფინალში ხელმოცარულ „რუსთავსა“ და „არმიას“, ეს გუნდები მესამე ადგილისათვის ითამაშენ.