კალათბურთი

23:35 | 6.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის ანტირეკორდი

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის 25 ტური ერთ-ერთ აუტსაიდერ ,,ოლიმპისა’’ და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ,,ქუთაისის’’ მატჩით გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ქუთაისის’’ გამთამაშებელ გიორგი ცინცაძეს ერთი პასი დააკლდა ამ ჩემპიონატის პირველ სამმაგ დუბლამდე.

სამწუხაროდ, ცინცაძემ ანტირეკორდული შედეგი აჩვენა ბურთის ფლობაში, რომელიც თორმეტჯერ დაკარგა. ამ ჩემპიონატში აქამდე ყველაზე მეტი ცხრა დაკარგვა ,,რუსთავის’’ ამერიკელ ლეგიონერს, გამთამაშებელ ჩარლი ლის ჰქონდა. რაღა ბევრი გავაგრძელოთ და ერთ-ერთ აუტსაიდერთან შეხვედრაში, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა, ეროვნული ნაკრების წევრისათვის, მაშინ, როცა ევრო-2017 ფინალური ტურნირი ახლოვდება, 12 დაკარგვა ძალინ ბევრია.

0.122614