ჭადრაკი

23:59 | 5.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური დაპირისპირება შენჩჟენში

ქალთა შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში ვასილი ივანჩუკი (უკრაინა) ამხანაგურ მატჩში ხვდებიან ერთმანეთს.

შეხვედრა 4 კლასიკური პარტიისაგან შედგება. 2:2 ანგარიშის შემთხვევაში გამარჯვებულს ტაი-ბრეიკის პარტიები გამოავლენს, რომელსაც პრიზის სახით 18 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა. დამარცხებული მოჭადრაკე 12 ათას დოლარს მიიღებს.

ასპარეზობას, რომელიც 8 აპრილს დასრულდება, ჩინეთის ქალაქი შენჩჟენი მასპინძლობს. პირველი პარტია, რომელშიც თეთრებით ივანჩუკი თამაშობდა, ყაიმით დასრულდა. მეორე პარტიაში თეთრებით ჰოუ იფანი ითამაშებს.

0.114266