თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მოქმედი ჩემპიონის შემდეგ, დინამოელებმა მეორეადგილოსანსაც სძლიეს: ჯერ იყო "სამტრედიასთან" 2:0, ამჯერად კი "ჩიხურასთან" 2:1. კახა კაჭარავას გუნდი მესამე ადგილზე გადავიდა.
მე-12 წუთზე დინამოელთა კარგი შეტევა ვნახეთ, ბექა მიქელთაძემ მარჯვნიდან დაბალი პასი გააკეთა დაჯარიმოში და გიორგი ჩაკვეტაძემ ზუსტად დაარტყა. კარიდან გამოსულმა დინო ჰამზიჩმა ჩაკვეტაძეს ხელი ვერ შეუშალა - 1:0. ეს 18 წლის ჩაკვეტაძის პირველი გოლია უმაღლეს ლიგაში.
მალევე, მიქელთაძეს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. ეს
69-ე წუთზე გიორგი გაბედავა მარცხენა ფლანგზე ჩამოიშორა მიშენკო,საჯარიმოში შეაგორა ბურთი და შეცვლაზე შესულმა გიორგი ივანიშვილმა ცაციით დაარტყა. რიკოშეტი იყო, ბურთი ლუკა ლოჩოშვილს შეეხო და ისე შევარდა კარში - 1:1.
და 85-ე წუთზე კიდევ ერთმა გიორგიმ გაიტანა... ზარიამ ბრწყინვალე დარტყმა: მან საჯარიმოს გარედან ცხრიანში გაგზავნა ბურთი - 2:1. ზარია რვა წუთის შესული იყო მინდორზე.
დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (1:0)
დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, სალუქვაძე, თოთაძე, ლოჩოშვილი, ქარდავა, ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 46), მიქელთაძე (ზარია 77), საბა ლობჟანიძე, კიტეიშვილი, არაბული (კუცია 90+3)
ჩიხურა: ჰამზიჩი, გეგეჭკორი (სარდალიშვილი 60), მირცხულავა, კაკუბავა, ჭელიძე, კაშია, გორგიაშვილი (დობროვოლსკი 84), განუგრავა (ივანიშვილი 60), ჩიკვაიძე, გაბედავა, გელაშვილი
გოლები: 1:0 ჩაკვეტაძე (12), 1:1 ივანიშვილი (69), 2:1 ზარია (85)
გაფრთხილება: თოთაძე - გელაშვილი, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, ჭელიძე
მსაჯი: ხორავა