გერმანიის ბუნდესლიგის XXVII ტურში მარცხი განიცადა ერთპიროვნულმა ლიდერმა მიუნხენის „ბაიერნმა“ - ასე რამ კი, წელს პირველად მოხდა. ბოლოს კარლო ანჩელოტის გუნდს 19 ნოემბერს, „დორტმუნდთან“ ჰქონდა წაგებული და იმის შემდგომ მთელი ერთი წრე გავიდა. „ბაიერნი“ დამდეგ უიქ-ენდზე „ბორუსიას“ უკვე საშინაო მატჩში დაუპირისპირდება.
„ბაიერნმა“ სეზონში მეორე თამაში ზინსჰეიმში წააგო - „ჰოფენჰაიმი“ წელს დიდებულად თამაშობს და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილავთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. იულიან ნაგელსმანის შეგირდებმა უკვე მეორე ადგილსაც მიუკაკუნეს და „ლაიპციგს“ ერთი ქულით ჩამორჩებიან. „ჰოფეს“ ანდრეი კრამარიჩის ერთი გოლიც ეყო „რეკორდმაისტერის“ დასამარცხებლად. ხორვატი დიდებულ ფორმაშია და ბოლო 11 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა. ანდრეიმ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და მანუელ ნოიერის დუბლიორ ულრიხს შანსი არ დაუტოვა. სხვათა შორის, კარლო ანჩელოტის ძირითადი შემადგენლობის მთელი რიგი ფეხბურთელები აკლდა. აქვე გეტყვით, რომ „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმს“ პირველ წრეშიც ვერ მოუგო - 1:1.
27-ე ტურის უკვე გამართული დანარჩენი მატჩებს რაც შეეხება - „დორტმუნდმა“ საკუთარ მოედანზე „ჰამბურგი“ მიიღო და მისი ძლევა არ გაძნელებია. ტომას ტუხელის ბიჭებმა „შპორტვერაინს“ ორი გოლი ბოლოში გაუტანეს, მაგრამ მათი სათამაშო უპირატესობა ეჭვს არ ბადებდა.
დიდებულ გამოსვლას განაგრძობს ბრემენის „ვერდერი“ – „მუსიკოსები“ დაკვრას აგრძელებენ: „ვერდერმა“ ამჯერად გელზენკირხენის „შალკე“ დაიბრიყვა და 3:0 გაანადგურა. საგულისხმოა, რომ ბრემენულმა გუნდმა ბოლო სამი თამაში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით მოიგო და ასეთი რამ 1993 წლის შემდგომ პირველად გააკეთა.
და ბოლოს, „კიოლნმა“ ერთ დროს უშუალო კონკურენტი, ახლა კი, ღრმა კრიზისში მყოფი ფრანკფურტის „აინტრახტი“ სახლში მილოშ ჯოჯიჩის კინკილა გოლით დაამარცხა და ევროპა ლიგისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.
„დორტმუნდი“ – „ჰამბურგი“ 3:0 (1:0) VIDEO
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
მაყურებელი: 81 360
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, გინტერი, ბარტრა, გუერეირო (შაჰინი 78); ვეიგლი (პასლაკი 78), კასტრო; მორი (პულიშიჩი 60), კაგავა, დემბელე; ობამეიანგი
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
„ჰამბურგი“ (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, ეკდალი (იანჯიჩიჩი 83), მავრაი, ოსტრზოლეკი; საკაი, უოლასი; გრეგორიტში (ჰანტი 60), ჰოლტბი, კოსტიჩი; ვუდი (ლასოგა 84)
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 კასტრო (13), 2:0 კაგავა (81), 3:0 ობამეიანგი (90)
გაფრთხილება: გინტერი (29) - ეკდალი (12), კოსტიჩი (66), ჰოლტბი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 16 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: მარკუს შმიდტი
„კიოლნი“ – „აინტრახტი“ 1:0 (0:0)
კიოლნი, „რეინენერჯშტადიონი“
მაყურებელი: 49 300
„კიოლნი“ (4-2-3-1): ჰორნი; კლეუნტერი, სორენსენი, ჰეინტცი, ჰექტორი; ჯოჯიჩი, ლემანი; კლემენსი (სუბოტიჩი 71), ჰოგერი (ბიტენკურტი 46), რაუში (ოზჩანი 84); მოდესტე
მწვრთნელი: პეტერ შტოგერი
„აინტრახტი“ (3-4-3): ჰრადეცკი; ვალეხო, აბრაჰამი, ოცზიპკა; ვოლფი (ორდონეზი 75), მასკარელი, გაჩინოვიჩი, ტავატა (ბარკოკი 62); ფაბიანი (ჰრგოტა 66), სეფეროვიჩი, რებიჩი
მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი
გოლი: 1:0 ჯოჯიჩი (53)
გაფრთხილება: ვოლფი (74), გაჩინოვიჩი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (1) – 11 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: ვოფგანგ შტარკი
„ჰოფენჰაიმი“ – „ბაიერნი“ 1:0 (1:0) VIDEO
ზინსჰემი, „ვირსოლ არენა“
მაყურებელი: 30 150
„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი; ტოლიანი, დემირბაი (შვეგლერი 62), რუდი (ტერაცინო 75), ამირი, ზუბერი; ვაგნერი (სჟალაი 62), კრამარიჩი
მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი
„ბაიერნი“ (4-3-3): ულრიხი; რაფინია, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა (ბერნატი 75); რენატუ სანჩესი (რიბერი 72), ჩაბი ალონსო, ვიდალი; რობენი, ლევანდოვსკი, კომანი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლი: 1:0 კრამარიჩი (21)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი (64)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 21 (6) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 4:1
მსაჯი: საშა შტეგერმანი
„ვერდერი“ – „შალკე“ 3:0 (1:0) VIDEO
ბრემენი, „ვეზერშტადიონი“
მაყურებელი: 42 100
„ვერდერი“ (3-5-2): ვიედვალდი; ველიკოვიჩი; მოისანდერი, კალდიროლა; გებრე სელასიე, გრილიტში, დელანი (ეგეშტეინი 46), იუნუზოვიჩი, გარსია; პიზარო (ბარტლესი 60), კრუსე (კაინცი 89)
მწვრთნელი: ალექსანდრ ნური
„შალკე“ (4-2-3-1): ფარმანი; კალიჯური, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კეჰრერი; გორეცკა, სტამბული; შოპფი, მეიერი (ჰუნტელაარი 62), ჩუპო-მოტინგი (კონოპლიანკა 62); ბურგსტალერი (დი სანტო 86)
მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი
გოლები: 1:0 გებრე სელასიე (24), 2:0 კრუსე (76, პენ), 3:0 ეგეშტეინი (80)
გაფრთხილება: გორეცკა (73), ფარმანი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 14 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: რობერტ ჰარტმანი