ბრაზილიის ერონული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა გაბრიელ ჟესუსმა ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. სამხრეთამერიკელმა მცირე დატვრთვით ინდივიდუალურად ივარჯიშა.
20 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ჟესუსმა ფეხის ტრავმა თებერვალში "ბორნმუთთან" დაპირისპირებაში მიიღო და ოპერაცია გაიკეთა. თავდაპირველი ინფორმაციით, გაბრიელი მიმდინარე სეზონში თამაშს ვერ შეძლებდა, ახლა კი გაჩნდა შანსი იმისა, რომ "სიტის" რამდენიმე შეხვედრაში დაეხმაროს.