კალათბურთი

19:12 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარი და ბატლერი კვირის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარი და აღმოსავლეთში “ჩიკაგოს” ლიდერი ჯიმი ბატლერი გამოარჩიეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კარი გასულ კვირას საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27 ქულას და 7.9 პასს აკეთებდა. ის კარიერის განმავლობაში კვირის საუკეთესო მოთამაშე მეათედ გახდა.

“ჩიკაგომ” სამიდან სამი შეხვედრა მოიგო და ბატლერი საშუალოდ ერთ მატჩში 32.5 ქულას და 6 პასს აკეთებდა.

0.118326