ჩოგბურთი

12:49 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ლიტვასთან დაპირისპირებისთვის ემზადება

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები 7-დან 9 აპრილის ჩათვლით დევისის თასის ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრები მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ორივე გუნდმა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში დღეს მასმედიასთან შეხვედრა მოაწყო.

საქართველო ლიტვის წინააღმდეგ იგივე შემადგენლობით ითამაშებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფინეთს მოუგო. რაც შეეხება ბალტიისპირელებს, გუნდის ლიდერი რიკარდას ბერანკისი არ ეყოლებათ.

კენჭისყრა 6 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართება.

მატჩების განრიგი:
7 აპრილი, 11:45 საათი- ერთეულთა თანრიგი
8 აპრილი, 14:00 საათი- წყვილთა თანრიგი
9 აპრილი, 12:00 საათი- ერთეულთა თანრიგი

დღევანდელი პრესკონფერენციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

0.133874