შემტევი ფეხბურთელის მოვალეობა გოლის გატანაა, მაგრამ როგორც ყოველ წელს, არსებობენ თავდამსხმელები და შემტევი ნახევარმცველები, რომელთა უგოლო სერია ხანგრძლივად გრძელდება.
Goal.com-მა ამჯერად ყურადღება გაამახვილა იტალიის სერია A-ზე და გამოაქვეყნა იმ 15 ფეხბურთელის სია, რომლებმაც მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ნაკლებად გამოიჩინეს თავი. ამ მხრივ სერია A-ს ყველაზე უიღბლო ნახევარმცველი ალესანდრო დიამანტი აღმოჩნდა, რომელსაც 1161 წუთია გოლი არ გაუტანია.
ახლა კი გთავაზობთ ამ ფეხბურთელების ჩამონათვალს.
1) მემე ტიამი ("ემპოლი") 279 წუთი - 0 გოლი.
2) როდრიგო პალასიო ("ინტერი") 328 წუთი - 0 გოლი.
3) ანდრეა ნალინი ("კროტონე") 331 წუთი - 0 გოლი.
4) ბრუნო პეტკოვიჩი ("ბოლონია") 341 წუთი 0 გოლი.
5) ფილიპ ჯორჯევიჩი ("ლაციო") - 382 წუთი - 0 გოლი.
6) რიდერ მატოსი ("უდინეზე") 386 წუთი - 0 გოლი.
7) ხუან იტურბე ("რომა" + "ტორინო" ) 416 წუთი - 0 გოლი.
8) ალბერტო პალოსკი ("ატალანტა") 416 წუთი - 0 გოლი.
9) მარკო პიაცა ("იუვენტუსი") 448 წუთი - 0 გოლი.
10) ნორბერტ ბალოგი ("პალერმო") 471 წუთი - 0 გოლი.
11) გორან პანდევი ("ჯენოა") 508 წუთი - 0 გოლი.
12) ალბერტო ჯილარდინო ("ემპოლი" + "პესკარა") 663 წუთი - 0 გოლი.
13) გვიდო მარილუნგო ("ემპოლი) 849 წუთი - 0 გოლი.
14) ლუკას ბოიე ("ტორინო) 868 წუთი - 0 გოლი.
15) ალესანდრო დიამანტი ("პალერმო") - 1161 წუთი - 0 გოლი.