ფეხბურთი

22:45 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძის ბრწყინვალე საგოლე პასი და "სპარტაკი" ახლოს ჩემპიონობასთან (+VIDEO)

რუსეთის პრემირლიგის XXI ტურში მძიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა მოსკოვის „სპარტაკმა“ და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მასიმო კარერას გუნდმა სახლში აუტსაიდერი „ორენბურგი“ მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა - 3:2.

არადა, „სახალხო გუნდს“ შეხვედრა მშვიდ 3 ქულამდე მარტივად მიჰყავდა, რადგან 70-ე წუთამზე 2:0 იგებდა. მეორე გოლი დიდწილად ჯანო ანანიძის დამსახურებაა, რომელმაც შესაშურად კარგად ითამაშა VIDEO და რომან ზობნინს საგოლე გადაცემა გაუკეთა. თუმცა, „ორენბურგმა“ ერთწუთიან ინტერვალში ორი ბურთი გაქვითა. აქვე გეტყვით, რომ მეორე გოლის დროს უხეშად შეცდა მოსკოველთა მეკარე, რომელმაც ბურთი ცხვრიწინ მოიგერია, თუმცა აღნიშნულ ეპიზოდში თამაშგარე დაფიქსირდებოდა, მაგრამ ჯანო მეკარის წინ ჩარჩა ხელოვნური თამაშგარის შექმნის მცდელობისას. საბოლოოდ, „სპარტაკს“ ქვინსი პრომესმა მოაგებინა.

ანანიძემ მოედანზე 76 წუთი გაატარა და ურიგოდ არ უთამაშია. Championat.com-მა ჩვენებურის თამაში 7 ქულით შეაფასა. მთელი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა გიორგი ჯიქიამ, ხოლო „ორენბურგის“ რიგებში პრემიერლიგაში მეორედ ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, რომელიც რუსულ კლუბში ზამთარში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა. ლობჯანიძე თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო.

„სპარტაკს“ 21 ტურში 48 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან „ზენიტს“ 6 ქულით უსწრებს, ხოლო „ორენბურგი“ 16 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.

0.118814