ფეხბურთი

17:21 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგაში მეორე ტურის მატჩები გაიმართა

1-2 აპრილს, თბილისის ლიგის მეორე ტურს “მარაკანასა” და “ავაზას” სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები, ტრადიციულად საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართა და გულშემატკივართა დიდი ინტერესი გამოიწვია.

პირველი ლიგა „ტც მილანისა“ და „ბასას“ თამაშით გაიხსნა და “ტც მილანის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა. გამორჩეული იყო „პლატინუმის“ და „არისტოკრატების“ დაპირისპირება, რომელიც „არისტოკრატების“ უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, ფრედ 3:3 დასრულდა. ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „დანილენდის“ ნახევარმცველი თამაზ დანელია გახდა, რომელიც „ლოკომოტივთან“ შეხვედრაში ეფექტური თამაშითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.

უმაღლესი ლიგა „დიდუბე“ - „კვარტალის“ დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც, დიდუბემ დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე. ტურის გამორჩეული და დრამატული შეხვედრა შედგა „ნახალოვკასა“ და „აფხაზეთს“ შორის, რომელიც აფხაზეთის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. უმაღლესი ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „უქიმერიონის“ შემტევი თემო ვაჩანძე გახდა, რომელმაც ვაზისუბანს სამი გოლი გაუტანა.

უმაღლესი და პირველი ლიგის შედეგები, სატურნირო მდგომარეობა და ბომბარდირთა დავა შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია

0.175109