ჩოგბურთი

15:56 | 3.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “როლანდ გაროსამდე” დავისვენებ”

მაიამის მასტერსის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ დასვენება სჭირდება და “როლან გაროსამდე” არც ერთ სხვა ტურნირზე თამაშს არ აპირებს.

“ვფიქრობ, რომ “როლან გაროსამდე” არც ერთ ტურნირში არ მივიღებ მონაწილეობას. დასვენება და ძალების აღდგენა მჭირდება”- განაცხადა ფედერერმა.

ამგვარად, ფედერერი ისეთ მნიშვნელოვან ტურნირებს გამოტოვებს, როგორიცაა მონტე-კარლოს მასტერსი (რომელიც არასდროს მოუგია), ბარსელონას ტურნირი, მადრიდის და რომის მასტერსები.

0.111601