პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში გოლი გაიტანა რომან ჭანტურიამ. "ოლიანენსეს" ქართველმა ფორვარდმა ლისაბონში "სპორტინგ ბ"-სთან ბოლო წუთზე მიითვალა გოლი, მისმა გუნდმა კი 1:5 წააგო. რომანმა შეუცვლელად ითამაშა.
რომან ჭანტურია იტალიური "ემპოლიდან" განათხოვრებით თამაშობს "ოლიანენსეში", რომელიც მეორე ლიგაში ბოლო ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომან ჭანტურიამ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების განვლილი ორი მატჩი შედეგიანად ჩაატარა. ისლანდიასთან პირველ ამხანაგურში დუბლი შეასრულა, მეორეში კი მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.