ჭადრაკი

23:20 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ს ჩემპიონატზე გრანდები თამაშობენ

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი სენტ-ლუისი ჭადრაკში ვაჟთა შორის ქვეყნის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში 12 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან რვაასიანთა კლუბის წევრები უესლი სო ( 2822) და ფაბიანო კარუანა (2817). რაც შეეხება ჰიკარუ ნაკამურას, მას 2793 პუნქტი აქვს და რვაასიანელებამდე სულ ცოტა აშორებს.

ასპარეზობა ერთ წრედ 11 ტურად ტარდება. ჩემპიონატი იმდენად დაძაბულად მიმდინარეობს, რომ 3 ტურის შემდეგ ტურნირს 5 მოჭადრაკე სო, ონიშუკი, შერებუკი, ნაკამურა და ნაროდიტსკი ლიდერობს, რომლებსაც 2-2 ქულა აქვთ. რაც შეეხება კარუანას, იგი ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება.

0.125572