ჭადრაკი

19:30 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაიმების დღე ჩინეთში

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ჩინეთის ქალაქი შენჩჟენი მასპინძლობს. დღეს ბოლოსწინა, მე-9 ტური გაიმართა. სამივე პარტია ყაიმით დასრულდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ მომხდარა.

ბოლო ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევს პარტია ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ დინგ ლირენის (ჩინეთი) მონაწილეობით, რომელიც შავებით პენტალა ჰარიკრიშნას (ინდოეთი) ეთამაშება.

მე-9 ტური:

დინგ ლირენი - მაიკლ ადამსი 0.5:0.5

პიოტრ სვიდლერი - ანიშ გირი 0.5: 0.5

იუი იანგი - პენტალა ჰარიკრიშნა 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ:

  1. დინგ ლირენი 5.5 ქულა
  2. გირი 5.0

3-4. სვიდლერი, ჰარიკრიშნა 4.5-4.5

  1. იუი იანგი 4.0
  2. ადამსი 3.5

მე-10 ტური:

გირი - იუი იანგი

ჰარიკრიშნა - დინგ ლირენი

ადამსი - სვიდლერი

0.145657