ძიუდო

15:56 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისის გრან პრის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები ერთადერთი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 17 წლის ტატო გრიგალაშვილი ძირითად ბადეში ნახევარფინალამდე მივიდა. შემდეგ კი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და ბრინჯაოსთვის ყაზახ ჟანსაი სმაგულოვს დაუპირისპირდება.

73 კილოგრამში, გრიგალაშვილის გარდა, საქართველოს სახელით ფრიდონ გიგანმა, გიგა გიგაურმა და ომარ ნიაზაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და მედლისთვის ბრძოლასაც გამოეთიშნენ.

დილის პროგრამაშივე დაკარგეს საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსი ნუგზარ ტატალაშვილმა, ამბაკო ავალიანმა, გიორგი პაპუნაშვილმა, კობა მჭედლიშვილმა (ყველა - 81 კგ), ნინო ოძელაშვილმა და თეა სუხიტაშვილმა (ორივე - 70 კგ).

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127925