რუსეთის საკალათბურთო სუპერლიგის მონაწილე ,,ნოვოსიბირსკი’’, სადაც ქართველი კალათბურთელი აკაკი დვალიშვილი თამაშობს, ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც ,,სახალინსა’’ და ,,ირკუტსკს’’ შორის გამარჯვებული იქნება. ჯერჯერობით ანგარიშია 2:1 ,,სახალინის’’ სასარგებლოდ.
,,ნოვოსიბირსკმა’’ ნახევარფინალში თამაშის უფლება ,,კუპოლ როდნიკის’’ დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რომელსაც მეოთხედფინალში 3:1 მოუგო. გადამწყვეტი მეოთხე, სტუმრად ჩატარებული შეხვედრა გამოდგა, რომელიც ნოვოსიბირსკელებმა დიდი ანგარიშით - 74:54 მოიგეს. დვალიშვილმა დაახლოებით 7 წუთი დაჰყო პარკეტზე და თანაგუნდელებს 3 ქულითა და 2 მოხსნით შეეწია.
ნახევარფინალი 9 აპრილს დაიწყება.